05:56 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 14:55:35, 957 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაო მიმდინარეობს

გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, ამჯერად, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია 12 მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, წყალარინების შიდა და გარე ქსელი გლდანის VII მიკრორაიონის N22 კორპუსის ათივე სადარბაზოში, დაახლოებით,595 გრძივ მეტრზე იცვლება. აღნიშნულისთვის 103 248 ლარია გათვალისწინებული.

"ამავე პროგრამით, გლდანის VII მიკრორიაონის N21 კორპუსში დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, უმოკლეს დროში კი წყალარინების შიდა და გარე ქსელის რეაბილიტაცია დაიწყება. ჯამში, აღნიშნულისთვის 178 181 ლარი დაიხარჯება. 

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. 

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს  100 %-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს", - აღნიშნულია გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics