|
2023-03-17 14:16:48, 1164 ნახვა
საზოგადოება
გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობა დაიწყო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გოთუას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობის საწყისი ეტაპის სამუშაოებს გაეცნო. ვინაიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და გოთუას ქუჩის დამაკავშირებელი ორმხრივი პანდუსი ვერ უზრუნველყოფს საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, მოეწყოს კიდევ ერთი პანდუსი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა. გათვალისწინებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაც. „გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩასვლა პრობლემას წარმოადგენს და საავარიო სიტუაციები იქმნება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ალტერნატიული პანდუსის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული გზა იქნება ცალმხრივი და მასზე იმოძრავებენ სანაპიროდან გოთუას ქუჩისკენ წამოსული ავტომანქანები, ხოლო ახალი პანდუსი გათვალისწინებული იქნება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება. სამი თვე დასჭირდება სამუშაოებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე.
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)