|
2023-03-17 13:20:05, 695 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფემიციდის თემაზე შექმნილი მხატვრული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. კონკურსი ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და საგამოფენოდ 20 საკონკურსო ნამუშევარი შეირჩა. მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმართა. თამარ ტყეშელაშვილი კონკურსის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. „იუსტიციის სამინისტრო არის ის ერთ-ერთი სამაგალითო უწყება, სადაც დასაქმებულ ქალთა რაოდენობა ჭარბობს მამაკაცების რაოდენობას, განსაკუთრებით, მენეჯერულ პოზიციებზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი თანამშრომელი ქალების უფლებები იყოს დაცული როგორც ოჯახში, ისე სისტემის ფარგლებში, და მთლიანად საზოგადოებაში. ამ გრძელ და გამოწვევებით სავსე გზაზე ჩვენ არაერთი საინფორმაციო თუ საკონსულტაციო შეხვედრა გავმართეთ მიზნობრივ ჯგუფებთან და მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები", – განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა. კონკურსის გამარჯვებულს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციამ საჩუქარი გადასცა, სხვა მონაწილეები კი სიგელებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მხატვრული ნამუშევრების კონკურსი იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)