|
2023-03-17 12:07:10, 981 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ბრიუსელში ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) იმ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სადაც აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს ერთი წლის ვადით სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა. WWTG-ის თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებს და უკვე მეორედ უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას. ქართველ და ამერიკელ კოლეგებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავმჯდომარე ქვეყნის პასუხისმგებლობის და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. „საქართველო 2023 წლის 1 მაისიდან შეუდგება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას. შესაბამისად, ყოფილი თამჯდომარე ქვეყნის, აშშ-ის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ორგანიზაციული საკითხები, რამდენიმე ტექნიკური დეტალი, ასევე, თბილისში დაგეგმილი WWTG-ის სხდომის ჩატარების სავარაუდო თარიღები და დღის წესრიგი", - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, WWTG-ის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო ბარიერებზე, დარგის მდგრად განვითარებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებთ. 2023 წელს ამ ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია იქნება საქართველოს პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ საქართველო WWTG-ის 2014 წელს თავმჯდომარეობდა. 2014 წლის აგვისტოში, თბილისში გამართულ WWTG-ის პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ „თბილისის განცხადება" ეწოდება.
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)