2023-03-16 11:38:39, 700 ნახვა
საზოგადოება
სოფელ გლდანში აღმაშენებლის V ჩიხში საგზაო სამუშაოები დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, სოფელ გლდანში, აღმაშენებლის V ჩიხში გზის საფარი მოაწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აქამდე აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ ყოფილა, სამუშაოების შედეგად, 1 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. აღნიშნულისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან 51 500 ლარამდე დაიხარჯა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),