12:03 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 11:29:34, 716 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, „თიბისის“ მხარდაჭერით, კრივის კლუბის - „12ROUNDS" რიგით მე-2 ფილიალი გაიხსნა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 72ა ნომერში, „თიბისის“ მხარდაჭერით, კრივის კლუბის - „12ROUNDS" რიგით მე-2 ფილიალი გაიხსნა. ფილიალი 4 კონცეპტუალურ სივრცეს - კრივის, ფუნქციონალური ტრენინგის, კლასიკური ჯიმისა და მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.

ახალ ფილიალში მომხმარებელს ზრდასრული და ბავშვებისთვის განკუთვნილი კრივის ჯგუფური და ინდივიდუალური გაკვეთილები, ასევე  ფუნქციონალური და მაღალი ინტენსივობის ჯგუფური აქტივობები, იოგა და პილატესი დახვდებათ.

1000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული დარბაზის სივრცე აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის, პროფესიონალური რინგითა და ტომრებით. მეორე სართულზე განთავსებულ სატრენაჟორო ზონაში კი წარმოდგენილია ბოლო თაობის TECHNOGYM–ის მულტიფუნქციური სავარჯიშო ტრენაჟორები.

„12ROUNDS", ხარისხითა და არჩევანის მრავალფეროვნებით კრივის სამყაროში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის - TITLE BOXING-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მომხმარებელს კლუბში აღნიშნული ბრენდის და ასევე, 12 ROUNDS–ის ბრენდირებული ინვენტარის ფართო  ასორტიმენტი დახვდება.

„12ROUNDS", რომლის დევიზია - The coolest place in town to get rid of stress and negativity, 2 წელია ბაზარზე მომხმარებელს მაღალი და პროფესიონალური სტანდარტებით ემსახურება და 2025 წელს, თბილისში რიგით მე-3 ფილიალის გახსნას გეგმავს. კლუბის პირველი ფილიალი სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში" მდებარეობს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დროს რუსებმა ზაპოროჟია დაბომბეს 29 დაიღუპა 48 ადამიანი დაკარგულად ითვლება
არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ -დაკავებულია ორი პირი - ვიდეო
აშშ-ში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ბედსაც გადაწყვეტს
კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის" ორგანიზებით დაგეგმილ სამიტზე მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics