17:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 11:07:56, 980 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ BOG sCoolApp–ს 50 000 მოსწავლე იყენებს

„საქართველოს ბანკმა“ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი, პირველი მობილური აპლიკაცია BOG sCoolApp-ი  რამდენიმე თვის წინ შექმნა. აპლიკაციას უკვე 50 000 მოსწავლე  საკუთარი ჯიბის ფულის, ნაშთების ციფრული კონტროლისთვის, ასევე, მობილური ბალანსის დამოუკიდებლად შევსებისა და თანხის მეგობრებთან განსხვავებული, სახალისო გზით გადარიცხვისთვის იყენებს. ამასთან, მოსწავლეები აპლიკაციის მეშვეობით იღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგან, ეცნობიან სიახლეებს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ოლიმპიადებისა თუ საგანმანათლებლო აქტივობების შესახებ.

BOG sCoolApp-ი  მთლიანად სკოლის მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. მისი შექმნის მიზანი მარტივი ფუნქციონალის გამოყენებით ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების, ეკონომიკური აზროვნებისა და საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილების შეთავაზებაა. თუმცა, ეს BOG sCoolApp-ის შესაძლებლობების მხოლოდ ნაწილია. მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი ბენეფიტის  შესაქმნელად აპლიკაცია მუდმივად ვითარდება. ახლახანს პლატფორმას  ყულაბის ფუნქციონალი დაემატა, რომლის დახმარებითაც, მოსწავლეები შეძლებენ დამოუკიდებლად დააგროვონ თანხა და აქციონ საკუთარი მიზნები რეალობად.  

„ეკონომიკური გადაწყვეტილებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათ ეფექტურობას ფინანსური ცნობიერება განაპირობებს. რაც უფრო ადრეული ასაკიდან მივაჩვევთ ბავშვებს ფინანსური აქტივების დამოუკიდებლად მართვას, მით უფრო მარტივად შეძლებენ ისინი გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებას. BOG sCoolApp-ის მეშვეობით, ახალგაზრდები სკოლის ასაკიდანვე სწავლობენ ბიუჯეტირებასა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ხელს უწყობს მათში ეკონომიკური აზროვნების განვითარებას და ქვეყანაში ფინანსური ცნობიერების დონის ამაღლებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი.

მარტივი და მოქნილი ფუნქციონალი, თანხის გადარიცხვის სახალისო გზები და ტრანზაქციების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა ის მთავარი კომპონენტებია, რომლებიც აპლიკაციას მოსწავლეებისთვის საინტერესო და მიმზიდველ პროდუქტად აქცევს. თუმცა, „საქართველოს ბანკის“ გუნდი არ ჩერდება და  აქტიურად მუშაობს ახალი შეთავაზებების დამატებაზე, რომელიც სკოლის მოსწავლეებს განვითარების კიდევ  უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. 

აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics