19:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-25 12:29:27, 532 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახური სხვადასხვა სექტორთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად უწყების ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორთა ასოციაციისა და სასტუმროების ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავცრელებს.

უწყების ცნობით, საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრაზე განხილული იყო ყველა ის გამოწვევა, რაც ბიზნესს დღესდღეობით აქვს. შეხვედრის მთავარი თემა კი იყო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ნუსხაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პერსონალზეც ვრცელდება.

"ახალი რეგულაციის მიხედვით, ამ სექტორში დასაქმებულებისთვის სამუშაო დრო კვირაში 48 საათიდან 40-მდე შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო დროის შემცირებას დასაქმებული პირის ხელფასზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს!

კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე დასაქმებულმა უნდა მიიღოს ზეგანაკვეთური ანაზღაურება, გაზრდილი ოდენობით.

სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხებს შრომის ინსპექციის სამსახური უწევს ზედამხედველობას.

როგორც საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, 48 საათიან სამუშაო გრაფიკს, მხოლოდ ის დარგები ექვემდებარება, რომელთათვისაც აუცილებელია მუშაობის უწყვეტი ციკლი და ემსახურება საზოგადო საჭიროებას.

ცვლილებების მიზანია აღნიშნულ დარგებში დასაქმებული ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა! ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics