" />
02:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-23 17:38:43, 858 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ,,კანონიერ ქურდობაში", ,,ქურდული სამყაროს" წევრობაში, ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერასა და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ბრალდებული შვიდი პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის თებერვალსა და მარტში, „ქურდული სამყაროს" წევრები თბილისში, ქუთაისში და ბათუმში მოდავე მხარეებს შორის, „კანონიერი ქურდების" დავალებით „ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ და დაზარალებულებს ფულადი თანხის გადახდას სთხოვდნენ. ამასთან, სადაო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები უცხო ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც „კანონიერი ქურდების" მონაწილეობით ქურდული გარჩევა მოაწყვეს, რაშიც „ქურდული სამყაროს" მხარდამჭერი პირიც მონაწილეობდა.

"პროკურატურამ ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223'-ე მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა"), სამ პირს - სსკ-ის 223'-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა), ერთ პირს - სსკ-ის 223'''-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა) და კიდევ ერთ ბრალდებულს - სსკ-ის 223''''-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა) წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ,,კანონიერ ქურდებს" სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით, ,,ქურდული სამყაროს" წევრობაში ბრალდებულებს - 7 წლით და 6 თვით, ხოლო „ქურდული სამყაროს" მხარდაჭერაში და „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვაში ბრალდებულებს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- აღნიშნულია ინფორმაციაში..





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics