04:32 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 17:33:39, 1190 ნახვა

ომი უკრაინაში
რომის პაპი - ჩვენ ვდგავართ წამებული უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელთა ტანჯვაც კვლავ გრძელდება

ჩვენ ვდგავართ წამებული უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელთა ტანჯვაც კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. 

რომის პაპი უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ უკრაინაში მისი შეჭრა იძულებითი და "სპეციალური ოპერაციის" ნაწილი იყო, მან ასევე დაგმო რუსი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობები და სხვა ჩადენილი სისასტიკეები.

მან დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა მიიღონ კონკრეტული ზომები კონფლიქტის დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

"ერთი წელი გავიდა ამ აბსურდული და სასტიკი ომის დაწყებიდან, რა სამწუხარო წლისთავია. დაღუპულთა, დაჭრილთა, ლტოლვილთა და დევნილთა რაოდენობა, ასევე ნგრევის მასშტაბები, სოციალური და ეკონომიკური ზიანი თავისთავად მეტყველებს ამაზე. ჩვენ ვდგავართ წამებული უკრაინელი ხალხის გვერდით, რომელთა ტანჯვაც გრძელდება

მოდით, საკუთარ თავს ვკითხოთ: გაკეთდა თუ არა ყველაფერი ომის შესაჩერებლად? მოვუწოდებ ყველას, ვისაც  ძალაუფლება აქვს, მიიღონ კონკრეტული ზომები კონფლიქტის დასასრულებლად, ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად", - განაცხადა რომის პაპმა.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics