|
2023-02-15 17:24:09, 924 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - თბილისს ექნება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც ხარისხიანი ჯანდაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს
თბილისს ექნება ახალი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს და მოსახლეობის ხარისხიანი ჯანდაცვისთვის აუცილებელ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე, მუშაობა მიმდინარეობს ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე, რომელიც საზოგადოებას, უახლოეს მომავალში წარედგინება. „თბილისში არსებული რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, სამწუხაროდ, დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემების გამო. 2025 წლიდან, მთელს საქართველოში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს“,-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი განმარტებით, ახალ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსება ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრიც, რომლის შესაქმნელადაც სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. „რაც შეეხება ვადებს, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას ორი, ორ წელიწად-ნახევარი დასჭირდება და საბოლოო ჯამში, მივიღებთ მაღალი დონის მაღალტექნოლოგიურ კლინიკას, რომლის არსებობაც, სახელმწიფო საკუთრებაში, ნამდვილად აუცილებელია. ამ კლინიკის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის მოწყობის მხრივ დაწყებულმა სამუშაოებმაც დააჩქარა. კონცეფციის მიხედვით, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილი იქნება. რესპუბლიკური კლინიკა დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, რამდენიმე თვეში დასრულდება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარემონტო სამუშაოები. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ სივრცეში განთავსდება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური, როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო და მისი გუნდი.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)