03:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-14 11:46:55, 671 ნახვა

საზოგადოება
ხელოვანი ანდრო დადიანი პრეზიდენტის სასახლეს თავის ნამუშევარს ჩუქნის

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ პრეზიდენტის სასახლიდან ნახატების წაღების შემდეგ ხელოვანი ანდრო დადიანი ადმინისტრაციას თავის ნამუშევარს ჩუქნის. აღნიშნულის შესახებ ანდრო დადიანი სოციალურ ქსელში წერს.

დადიანი მოუწოდებს სხვა ხელოვანებსაც, რომ იგივე გააკეთონ, თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლეა.

"ფოტოგრაფ სანრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პრედენტმა ზურაბიშვილმა ხელოვანის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, გუშინ კი კულტურის სამინისტროს ინსპექცია მივიდა მასთან და ნახატები ჩამოხსნა სასახლის კედლებიდან.

ცხოვრების კანონია,- ყველა გათავისუფლებული სივრცე წაშლილი დაფაა, სადაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება, ვფიქრობ თანამედროვე ქართული ხელოვნების ტირაჟირებისთვის საუკეთესო ადგილია პრეზიდენტის სასახლე, ამ სივრციდან შეგვიძლია თანამედროვე სამყაროს ველაპარაკოთ ჩვენს აწმყო ენაზე და პრობლემებზე. 

ხელოვანებო, ვაჩუქოთ პრეზიდენტის სასახლეს თანამედროვე ნამუშევრები. მე მინდა ეს ობიექტი გადავცე. 

“მოკლე ისტორიული მეხსიერება”

30 წელზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, ყოველი ახალი ხელისულების პირობებში ქვეყანა ახლიდან იწყებს ცხოვრებას და ერთიდაიმავე შეცდომებს იმეორებს, თითქოს ''იყო''-მ შეიწოვა სიტყვები - ''არის'' და ''იქნება''. ''მოკლე ისტორიული მეხსიერება'' დავიწყებულ წარსულზეა, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გვაძლევს. საქართველოს ეს, სამფეროვანი დროშა 2004 წლს შეიცვალა, თუმცა დღეს, ჩვენს ირგვლივ არიან მოქალაქეები, რომლებიც ამ ობიექტში შეცდომას, - თეთრი და შავი ფერის არასწორ წყობას ვერ ამჩნევენ, ეს პატარა დეტალი კი მცირედით ამხელს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარ წარსულთან.

ობიექტზე ეწ. ცრემლები ''პერესტროიკის'' დროინდელი საკულტო ჭაღებიდანაა, რომელებიც თბილისურ ბინებს გასაბჭოებამდე ანათებდა, მერე ყვავილებმა და გეომეტრიულმა ფიგურებმა ჩაანაცვლა ისინი, 90-იან წლებში კი, ეკონომიური ულუფის ხარჯზე შეძენილი ცრემლებიანი ჭაღები თითქმის ყველა ოჯახში გაჩნდა თავიდან, რაც საბჭოთა კავშირის განდევნისა და გამოგლოვის მცდელობას ჰგავს იმ ქალებისგან, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილიდან მიტინგებზე დგანან, ცრემლებს და ხშირად სისხლს ღვრიან ქვეყნის ახალი მომავლისთვის და ის ცრემლებიც მინდა გავიხსნო",- წერს დადიანი.

ცნობისთვის, 4 თებერვალს, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“ დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გარდა ამისა, 12 თებერვალს ეროვნულ გალერეასთან სულაბერიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც მხატვრის წინააღმდეგ საქმის აღძვრა გააპროტესტა საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთა, გუშინ 13 თებრვალს პრეზიდენტის პროტესტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. როგორც გენინსპექციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, სასახლიდან ნამუშევრების გადატანას აპირებენ.

არსებული ინფორმაციით, საუბარია ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2 წლის წინ წაღებულ სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics