|
2023-02-12 11:54:21, 927 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი თბილისის შემდეგ, ქალაქ რუსთავშიც ამოქმედდა. შსს-ს ცნობით, რუსთავში, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, 19 მართლწესრიგის ოფიცერი მუშაობას უკვე შეუდგა. "ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით მოხდა. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს. მართლწესრიგის ოფიცრებს პირველი სამუშაო დღის დაწყება შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ - შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - გურამ ნაცვლიშვილმა მიულოცეს. მინისტრის პირველმა მოადგილემ შალვა ბედოიძემ მართლწესრიგის ოფიცრებს სიტყვით მიმართა და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა. შალვა ბედოიძემ მართლწესრიგის ინსტიტუტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება. მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)