|
2023-02-10 17:19:57, 1336 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადების, გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გაზრდილი ფასების შემცველი ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებებით, მისივე კუთვნილი კომპანია - სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯია"-დან თანხების უკანონოდ მიღება და კომპანიის აქციების საემისიო ღირებულების სხვაობის ანაზღაურება განიზრახა. აღნიშნული მიზნით, ბრალდებულმა დაამზადა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება - 9 472 343 ლარის ღირებულების შპს „ჟასმინის" 100% წილის თითქოსდა 42 000 000 ლარად შეძენის თაობაზე. მოგვიანებით, 9 416 552 ლარად ღირებული, ხსენებული კომპანიის 100% აქცია, 82 217 700 ლარად მიჰყიდა მის კუთვნილ კომპანიას, საიდანაც 2022 წლის აპრილსა და მაისში 33 030 612 ლარი უკანონოდ მიიღო. ბრალდებულმა აღნიშნული თანხა სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას" აქციების საემისიო ღირებულების სხვაობის და მისგან წარმოშობილი საპროცენტო სარგებელის დავალიანების დაფარვის მიზნით, იმავე პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშზე დააბრუნა, რითაც შენიღბა და კანონიერი სახე მისცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალს. დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულს ასევე წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტებზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)