06:01 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-09 16:10:54, 705 ნახვა

საზოგადოება
მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროკურატურის ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები დაასრულა. პროექტის განსახორციელებლად, სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 13 თებერვალს, 12:00 საათზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ღია კარის დღეს გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, შეხვედრის მიზანია  გამჭირვალე და ეფექტიანი გახდეს პროექტის განხორციელება და გამოსაცხადებელი ტენდერის პროცედურები. ასევე, დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტს. დაინტერესებული    კომპანიების აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს მეტ  კონკურენციას, რაც მნიშვნელოვანია პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის. 

"აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თბილისში საქართველოს პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა აშენდება.

მშენებლობა განხორციელდება საქართველოს პროკურატურის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის შედეგად ბიუჯეტში მობილიზებული თანხებით. 

საქართველოს პროკურატურის ახალ შენობაში განთავსდება თბილისის რაიონული პროკურატურები, რომელთა თანამშრომლები უკვე არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი.

პროკურატურის ახალი შენობის პროექტი  პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და  სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად,  რაც პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics