|
2023-02-03 14:43:48, 1053 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წამყვან სპეციალისტებს, კრიტიკოსებს და ჟურნალისტებს შეხვდა. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ცნობილი და გავლენიანი გამოცემებიდან, ღვინის ექსპერტებს და კრიტიკოსებს ლევან უჯმაჯურიძემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის, ქართული ვაზის ჯიშების მოძიება-აღდგენის, ღვინის დაყენების და მათზე კვლევის განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წამყვანი სპეციალისტების, კრიტიკოსების და ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს უძველესი, ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშების უნიკალურობის შესახებ მსოფლიო მასშტაბით ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა. „ქართულ ღვინოს ნამდვილად აქვს დიდი პოტენციალი. საქართველოში გავეცანით ქვევრის ღვინის წარმოებას. ჯიღაურას უნიკალური კოლექცია ნამდვილად აღმოჩენაა ჩვენთვის. დიდი სურვილი გვაქვს კიდევ უფრო ახლოს გავეცნოთ ქართულ მეღვინეობას და მევენახეობას", - განაცხადა Evening Standart -ის ჟურნალისტმა დიდი ბრიტანეთიდან, დუგლას ბლაიდმა. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში, დღეისათვის, ქართული 470-მდე და უცხოური 350 ვაზის ჯიშია დაცული, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დარგის წამყვანი სპეციალისტების, კრიტიკოსების და ჟურნალისტების მოწვევის ინიციატივა ქართველ ბიზნესმენს, კომპანიის „ასკანელი“ დამფუძნებელს, გოჩა ჩხაიძეს ეკუთვნის.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)