03:14 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 13:16:43, 920 ნახვა

საზოგადოება
ნადირაძე სააკაშვილზე - მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მის ძალიან ცუდად ყოფნაშია

მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მის ძალიან ცუდად ყოფნაშია,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი კალორაჟის საკვების, მიღება სიცოცხლისთვის აუცილებელია.

„მე არ ვერევი არც მის დაცვაში, არც მის სურვილებში, არც მის მისწრაფებებში, მან იპოვოს თავისუფლების გასაღები. ეს მისი უფლებაა. ყველა ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი არის თავისუფლება. ადამიანები ზუსტად ამ თავისუფლების გამო მივდივართ ყველაფერს. მეც არ ვიცი თავისუფლების გამო რაზე წავალ, რას გავაკეთებ, რაზე მოვაწერ ხელს... ჩვენ არ გვაინტერესებს პაციენტის მისწრაფებები, ჩვენ გვსურს, რომ პაციენტი იყოს ჯანმრთელად, თუმცა მე ისიც მესმის, რომ თავისუფლების გასაღები მხოლოდ მის ძალიან ცუდად ყოფნაშია, ესეც მესმის. მაგრამ ჩვენ არ ვაკლებთ არანაირ საშუალებას. მე პირადად ვინც მგონია, რომ არიან პაციენტის გულშემატკივრები, არც მათთან ვიზარებ თუ წერილობით, თუ ზეპირი სახით, რომ დაარწმუნონ პაციენტი, რომ მისთვის შესაბამისი კალორაჟის მიღება არის სასიცოცხლოდ აუცილებელი“,- განაცხადა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას ამ წუთებში განიხილავს.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics