|
2023-02-02 21:07:19, 1706 ნახვა
საზოგადოება
წელის ორთოპედიული ქამრები
წელის ორთოპედიულ ქამრებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები განსხვავებული მიზეზით იყენებენ. ეს პროდუქტები ზურგის არეში ტკივილის შემცირებასა და ხერხემლის ანატომიურად სწორი მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს. ორთოპედიულ წელის ქამრებს გამოიყენებენ ისეთი დაავადებების დროსაც, როგორიცაა: ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები, ზურგის სვეტის დაზიანებები, თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოპოროზი და რადიკულიტი. წელის ქამრებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს, მაგალითად, მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ე.წ გულ-მკედრ-წელის, ანუ ხერხემლის, კორსეტის ტარებაა რეკომენდებული. წელის სტანდარტული კორსეტი კი, რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და პლასტმასის ჩანართები აქვს, წელისა და ზურგის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენება. რაც შეეხება, ოსტეოართრიტს, ოსტეოპოროზს, სქოლიოზსა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას - ამ დროს ზურგის ჩანართიანი კორსეტია ეფექტური. ორთოპედიული წელის ქამრების ზომა ძირითადად ჭიპის დონეზე წელის გარშემოწერილობის მიხედვით შეირჩევა, ამიტომ, პროდუქტის მეტი ეფექტურობისა და კომფორტული მოხმარებისთვის, დააკვირდით მწარმოებლის მიერ ყუთზე დატანილ ზომის ცხრილს. წელის ქამრებს ასევე, აქტიურად გამოიყენებენ ორსულები - ძირითადად, მესამე ტრიმესტრში. ხოლო, პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს წელის ორთოპედიული ქამრები ხელმისაწვდომია ზურგდამჭერითა და მის გარეშე. წელის ორთოპედიული ქამრებისა და ბანდაჟების გამოყენება მარტივად, ტანსაცმლის შიგნითაც არის შესაძლებელი, ვინაიდან, აღნიშნული პროდუქცია, ძირითადად, ბამბის ელასტიური მასალისგან არის დამზადებული, რაც მაქსიმალურად ამცირებს გაოფლიანებას მისი შიშველ კანზე მოხმარების დროს. წელის ქამრების ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია, რომ აღნიშნული პროდუქციის გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ და მისი მითითების შესაბამისად დაიწყოთ მკურნალობა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)