03:14 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 15:40:43, 1039 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს გამართავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალს 2023 წლის 4-7 ოქტომბერს უმასპინძლებს. 2023 წლის ფესტივალის თემა „კინოარქივების საგანძური" იქნება.

ფესტივალის სტუმრები ეროვნული არქივის კინოდარბაზში საქართველოსა და უცხო ქვეყნების საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო თუ სხვა დაწესებულებებში დაცულ კინომემკვიდრეობას ნახავენ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის თემატიკა ყოველწლიურად იცვლება.

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი და წარსადგენ ფილმთან დაკავშირებული მასალა უნდა გამოაგზავნონ 2023 წლის 30 ივნისამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: TIAFF@archives.gov.ge ან  მატერიალური ფორმით მისამართზე: საქართველოს ეროვნული არქივი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 1, თბილისი, საქართველო 0160.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics