|
2023-02-02 14:24:21, 1017 ნახვა
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განვლილი ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გახსნა. ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება ცენტრის სამეცნიერო საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. თამარ გაბუნიას განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების საქმეში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში არაერთი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა. „ცენტრის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მოწვეულ სტუმრებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა წარუდგინა. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა გეგმურ იმუნიზაციაზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრის მნიშვნელობაზე, თამბაქოს კონტროლის გაძლიერებასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე. შემუშავდა ტუბერკულოზის კონტროლის 2023-2025 წლების სტრატეგია და ამ მიმართულებით, გაფართოვდა სკრინინგი. დაინერგა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმები. გაუმჯობესდა აივ-ტესტირებით მოცვა და ინფექციის ახალი შემთხვევების გამოვლენა. აღინიშნა, რომ 2022 წელს, რეგიონულ დონეზე კვლევების გაფართოების გზით, მოხდა გრიპზე და რესპირატორულ ინფექციებზე ეპიდზედამხედველობის შესაძლებლობების გაძლიერება. რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოს მასშტაბით, ინფექციის კონტროლის კუთხით 92 სამედიცინო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, სადაც სამედიცინო ინსტრუმენტების ლაბორატორიული კვლევის სტერილობა შემოწმდა. ანგარიშში საუბარი შეეხო სისხლის უანგარო დონაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებსაც. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილეები ილია ღუდუშაური და თამილა ბარკალაია, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)