2023-02-02 12:30:04, 749 ნახვა
საზოგადოება
NDI - საზოგადოების 69% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს
ეეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საზოგადოების 69% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს.
კვლევის მიხედვით, საზოგადოების 69% მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს, 21%-ის აზრით, სავიზო რეჟიმი არ უნდა შემოიღონ, ხოლო 10%-ი პასუხობს, რომ არ იცის.
ცნობისთვის, NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგების ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 519 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6
ავტორი: ექსპრესნიუსი,