|
2023-02-01 16:04:11, 1004 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ვიწყებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობას და ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტებას
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წლის მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 47 მილიონი ლარია. ,,პირველ რიგში 2023 წელს დავასრულებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) პროექტირებას, რაც აეროპორტის განვითარების გრძელვადიანი გენერალური გეგმის, ე.წ. მასტერპლანის შემადგენელი ნაწილია. ახალი, უფრო დიდი ასაფრენი ზოლი, მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ მასტერპლანი - ეს არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ. ,,პირველ რიგში, ე.წ. მასტერპლანით თავად აეროპორტების ოპერატორი კომპანიები ვსარგებლობთ. ეს ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართითაა გაწერილი. რადგან ჩვენი, როგორც აეროპორტების ოპერატორი კომპანიების ინტერესებში შედის ვიცოდეთ - გრძელვადიან გეგმაში როგორ ვავითარებთ აეროპორტს, რათა სამომავლოდ ქალაქის განაშენიანების რეგულირების გეგმაში (გრგ) აეროპორტის განვითარების გეგმა წინასწარ იყოს გაწერილი. მასტერპლანი დაგეგმვის პროცესში აუცილებლად გამოვლინდება განვითარების სხვადასხვა სქემები, რომელმაც შესაძლოა, აეროპორტის ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე იქონიოს გავლენა. გენერალური განვითარების გეგმის არსებობის შემთხვევაში კი ცალსახად მოხდება აეროპორტის ინტერესების გათვალისწინება", - აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მიმდინარე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)