08:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 15:56:01, 709 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩთან - აჰმედ ალნუაიმისთან.

შს სამინისტროს ცნობით, მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა მხარეთა შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული დოკუმენტი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული მიმართულებებით ურთიერთობის გაძლიერებას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics