08:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-31 14:15:28, 888 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა

ისნის რაიონში, ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე და სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. განახლებული ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონის გამგებელთან, ნიკა ელისაშვილთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ჯამში 11 000 კვ. მ-ზე განხორციელდა. აქედან 5000 კვ.მ რეკრეაციული სივრცეა. 

„თბილისში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა. შეგეძლოთ ფოტოებზე გენახათ, რა ხდებოდა აქ. ჩვეულებრივი 90-იანი წლები - სკვერი მიგდებული, ყველანაირად გაუბედურებული იყო. პროექტი ისნის რაიონის გამგეობის მიერ, მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სასეირნო ბილიკები, სარწყავი სისტემა, დაირგო ახალი მცენარეები, მოეწყო საბავშვო და სატრენაჟორო სივრცეები, რეაბილიტირდა საფეხბურთო მოედანი, ღამის განათებები დამონტაჟდა და ნამდვილად სასიამოვნო გარემოა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს და გვინდა, ასეთი პროექტები განვახორციელოთ ყველგან, სადაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში,  ტერიტორიაზე განთავსდა  საბავშვო ატრაქციონები, მოეწყო სხვადასხვა ტიპის  დასასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონები, მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი; ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე; დამონტაჟდა სკამები, სხვა საპარკე ინვენტარი და სეპარირებისთვის განკუთვნილი  ურნები; დაიგო დეკორატიული ფილები. 

კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში, 6300 კვ.მ-ზე  ჩატარდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics