09:54 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 12:11:14, 1231 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე - თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს

თუ ასე გაგრძელდა, სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც აქამდე იღებდა, ამიტომ მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას თავად მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

"ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს, თუნდაც, ამ კოვიდშეფასების მიმართ, ის რაც ნამდვილი რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით, არა იმ რაოდენობით, რაც რეკომენდებულია, მან ამ ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის მიღება, საკვების მიღება, საკვებდანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა.

კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც აუცილებელია მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

ჩვენ ადრეც ვთქვით, რომ როცა ის იღებს საკვებს იმ რაოდენობის საკვებს ის ირგებს, ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, რაიმე პრობლემა, დაბრკოლება არ არსებობს. თვითონ აცხადებს, ომ უკმაყოფილოა ამ მიმდინარე პროცესებით და გამოხატავს თავის პროტესტს ამ ფორმით.

დღეს დილით პაციენტი იწონის 69 კილოგრამს და 700 გრამს, თუ ასე გაგრძელდება ხვალ ის იქნება 68, ზეგ 65.

მკურნალობაში ორი კომპონენტია - სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა",- განაცხადა ჩხაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics