09:52 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-28 10:50:20, 1137 ნახვა

საზოგადოება
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ანგარიშის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე.

„გასულ წელს სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ბენეფიტმა 150 ლარი შეადგინა, 2023 წლის 1-ელი ივლისიდან აღნიშნული გასაცემელი კიდევ 50 ლარით გაიზრდება და ჯამში, 200 ლარი გახდება. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარით განისაზღვრა. 2023 წელს კი, 70 წლამდე ასაკით პენსიონერებისთვის, პენსიის ოდენობა 295 ლარით, 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის კი 365 ლარით განისაზღვრა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ აქტივობებზეც.

სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა სტუმრებს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამის“ შედეგები გააცნო. გასულ წელს საზოგადოებრივ სამუშაოებში 30 000- მდე სოციალურად დაუცველი ჩაერთო, 8 811 სოციალურად დაუცველი კი ღია შრომის ბაზარზე დასაქმდა.

საზოგადოებრივი სამუშაოების გარდა, 2022 წელს დასაქმების სააგენტოს ხელშეწყობით ღია შრომის ბაზარზე 12 645 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა.

ღონისძიების დასასრულს, სააგენტოს მიერ საუკეთესო და გამორჩეული პარტნიორების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.

ღონისძიებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics