2023-01-27 15:06:06, 973 ნახვა
საზოგადოება
მერია - საგზაო სამუშაოების გამო, მარიჯანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება
მარიჯანის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ნუცუბიძის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომობილები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა, გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება.
მათივე ცნობით, ნაწილობრივი შეზღუდვა 28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),