|
2023-01-24 14:03:39, 2113 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო, თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მინისტრმა, ოლექსეი რეზნიკოვმა შაპოვალოვის განცხადება უკვე დააკმაყოფილა. "უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მხარი დაუჭირა ვიაჩესლავ შაპოვალოვის მოთხოვნას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და შესაბამისი წინადადება მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, შაპოვალოვმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფაზე, „ითხოვა გათავისუფლება, რათა კვების სერვისების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილურ მომარაგებას საფრთხე არ შეექმნას". „მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერებული ბრალდებები უსაფუძვლოა, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციების გათვალისწინებით და დემონსტრირებაა იმის, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თანამდებობები უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ და გენერალური პროკურორის მოადგილემ, ალექსეი სიმონენკომაც დატოვეს.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)