|
2023-01-24 10:08:03, 1458 ნახვა
მსოფლიო
„სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუს სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სანქცირებული პირები ტერორისა და გენოციდის პოლიტიკის მხარდამჭერები იყვნენ. „სანქციები დაწესდა 22 ადამიანის მიმართ - რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდის პოლიტიკას. უკრაინა სისუსტეს არ გამოიჩენს. სახელმწიფო არ იჩენს სისუსტეს“, - ამბობს ზელენსკი. უკრაინული მედიის ცნობით, სანქციები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის პატრიარქის, კირილის ძმისშვილს მიხაილ გუნდიაევს დაუწესდა. სანქცირებულთა სიაში ასევე არის ორმოცდაათიანელების ერთ წარმომადგენელი. როგორც მედია წერს, სია უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის, ვიქტორ ელენსკის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)