22:59 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 13:16:29, 1898 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრთან ერთად, ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ცხელ წერტილში მიფრინავდნენ

უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდნისას,  ვერტმფრენში 9 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ ბროვარში ტრაგედიის ადგილზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენი დაღუპულები ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ. 

ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერტმფრენით ფრონტის ცხელ წერტილში, მივლინებით მიფრინავდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის, ანდრეი იგნატის განცხადებით, ბროვარიში ავიაკატასტროფის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.

„კომისია, რომელშიც სხვადასხვა ავიაციის სპეციალისტები იქნებიან, მიზეზებს გამოიკვლევს. ეს 1-2 დღეში არ იქნება, რადგან ავიაკატასტროფის გამოძიებას გარკვეული დრო სჭირდება“, -აღნიშნა მან.

ამასთან, გენერალური პროკურატურა ბროვარში ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა.

„ამჟამად ტრაგედიის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ. მიმდინარეობს სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები. ამჟამად განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება დაევალა SBU-ს გამომძიებლებს“. -ამბობს გენპროკურორი.

უკრაინაში კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდნისას, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ამასთან, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია.

"დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ევგენი ენინი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics