12:37 - 06 May, 2026
|
2023-01-17 22:19:45, 1162 ნახვა
საზოგადოება
Reuters - კლიმატის დამცველი გრეტა ტუნბერგი დააკავეს
კლიმატის დამცველი გრეტა ტუნბერგი სხვა აქტივისტებთან ერთად დააკავეს ნახშირის სოფელ ლუეტზერათის დანგრევის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. რეგიონის პოლიციის სამმართველოს სპიკერის თქმით, ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი თუ რა ბედი ეწევა ტუნბერგს, რომელიც გასულ კვირას შეუერთდა აქციას. "გრეტა ტუნბერგი იყო აქტივისტების ჯგუფის ნაწილი, ის ჩვენ გავაჩერეთ და ამ ჯგუფთან ერთად გადავიყვანეთ უშუალო საფრთხის ზონიდან, მათი ვინაობის დადგენის მიზნით", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. „გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელია და ამაზე პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა გრეტა ტუნბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)