|
2023-01-17 10:37:58, 866 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ირაკლი ქარქაშაძე უხელმძღვანელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებს კომპანიის ახალი დირექტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა. როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ირაკლი ქარქაშაძეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება და პროფილური განათლება აქვს. „დარწმუნებული ვარ, რომ ახალი დირექტორი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ავიაციის განვითარებაში,“ – განაცხადა რომელმაც წარუდგინა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძეს ავიაციის სფეროში მუშაობის შვიდ წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მას გავლილი აქვს ავიაციის ინდუსტრიაში წამყვანი კრემსის (ავსტრია) უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (MBA) საავიაციო მენეჯმენტში. ასევე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორი. მისი სადისერტაციო ნაშრომია „ავიაკომპანიის ლოგისტიკის მენეჯმენტის ბიზნესპროცესების ავტომატიზაცია“. ირაკლი ქარქაშაძე არის პარიზის SKHEMA ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის და ბიზნეს განვითარების მაგისტრი, ასევე ფლობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამრეწველო ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ნიუ იორკის Candor High School-ში. ბოლო დრომდე, ირაკლი ქარქაშაძე ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილედ მუშაობდა. აეროპორტების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც საქმიანობას ზედამხედველობას უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)