12:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 10:10:30, 872 ნახვა

საზოგადოება
ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მიზნები გააცნო და აღნიშნა,რომ ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა. 

მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, კოლაბორაციული ცენტრის  გახსნის გადაწყვეტილება, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაა. 

კერძოდ, კოლაბორაციული ცენტრის სტატუსის მინიჭებით საქართველოს ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული გეგმებისა და ტესტირების სტრატეგიების შემუშავება,მონიტორინგი, დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება  და წარმატებული გამოცდილების გაზიარების უფლება და პასუხისმგებლობა ენიჭება. 

ღონისძიებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროცესში მონაწილე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Kanye West საქართველოში ჩამოდის
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics