|
2023-01-16 13:29:17, 982 ნახვა
საზოგადოება
DRI - მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია
მოძალადე ჯგუფების თავდასხმები ხელისუფლების წახალისებულია,- ასე აფასებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ყვარელში, ევროატლანტიკურ ცენტრთან მომხდარს, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. არამათავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიის წახალისებული მოძალადეების თავდასხმის მსხვერპლი. "ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიის წახალისებული მოძალადეების სიტყვიერი ან/და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი. ხელისუფლებამ 2021 წლის 5 და 6 ივლისს ჩადენილი ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობით, თავისუფლად მოქმედებისკენ წაახალისა მოძალადე ჯგუფები. ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მოქმედებამ გააძლიერა ეჭვი, რომ ხელისუფლება შეიძლება თავისი პარტიული მიზნებისთვის იყენებდეს მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორებს. გამოხატვის თავისუფლების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა. ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს აშკარა იყო სამართალდამცავების უმოქმედობა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამართალდამცავების განზრახ უმოქმედობამ ხელი შეუწყო მოძალადე ჯგუფებს, მიეღწიათ მიზნისთვის და შეეზღუდათ ლევან ბერძენიშვილის გამოხატვის თავისუფლება",- აღნიშნული განცხადებაში. DRI მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)