|
2023-01-16 12:54:02, 1602 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა
მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" განცხადებას. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნული მოძრაობის წევრები "განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით" არ გამოირჩევიან. "მის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა", - განაცხადა გიული ალასანიამ. ცნობისთვის, ანტიდასავლური მოძრაიბა "ხალხი ძალა" ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, "პატრონები" სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ყველაფერს იღონებენ, მაგრამ თუ მიზანს ვერ მიაღწევენ, რჩება გეგმა B - მესამე პრეზიდენტის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)