|
2023-01-16 09:59:20, 939 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. უწყების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის მახლობლად, ტყეში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ცაცხვის სახეობის 1 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი), 7 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი და ე.წ. ნაგვერდულები. ამასთან, სამართალდამრღვევმა სარგვეთის ტყეში უკანონოდ მოჭრა მურყნის სახეობის 4 ერთეული ხე-მცენარე და მათგან მიღებული 10 მორის სახერხამდე უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. „ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)