01:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 14:59:00, 1446 ნახვა

მსოფლიო
Associated Press - ომის წლისთავზე ზელენსკის პირადად სურს, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ეწვიოს

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პირადად ეწვიოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეას. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ემინე ჯაპაროვამ Associated Press-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ზელენსკის სურდა გაერო-ს ქვეყნების წარმომადგენლებთან პირადად ესაუბრა, მაგრამ მისი ვიზიტი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე.

"ჩვენს პრეზიდენტს სურს მოსვლა, არის სურვილი, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, იქნება თუ არა უსაფრთხოების სიტუაცია ისეთი, რომ ის შეძლებს მოსვლას", - განაცხადა ჯეპაროვამ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ელჩმა გაეროში სერხი კისლიცამ განაცხადა, რომ გენერალურ ასამბლეას 23 თებერვალს დაგეგმილი აქვს ომის შესახებ დებატები, ხოლო ნეორე დღეს კი უშიშროების საბჭოს მინისტრთა სხდომა გაიმართება. 

ჯაპაროვამ მედიის კომენტარში დასძინა, რომ პრეზიდენტს სურს გაერო-მ მიიღოს რეზოლუცია უკრაინული მშვიდობის ფორმულის შესახებ და ასევე მხარი დაუჭიროს რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.

შეგახსენებთ, ადრე თურქეთში უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო სამიტი 24 თებერვალს არის დაგეგმილი. დაგეგმილია, რომ ის ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics