08:30 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 22:10:49, 1194 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - აუცილებელია არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა

„აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში მუშაობა დაწყებულია.

„დაახლოებით, 2 თვის წინ, როცა „იაშვილის კლინიკაში“, სამინისტროს მხრიდან, სხვადასხვა პრობლემები დაფიქსირდა, დავაყენეთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის მიმწოდებელი სხვა დაწესებულება და რატომ არ შეიძლება იყოს ეს სახელმწიფო?! პრობლემები, რაც იყო დაფიქსირებული მშობლების მხრიდან, მკურნალობისა და ექიმებთან კომუნიკაციის ნაწილში, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა „იხილოვის სამედიცინო ცენტრთან“ თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების გამოცდილება ქართულ მხარეს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

„უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას ეცნობოდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრაქტიკა ისრაელს აქვს. გასული 2 დღის განმავლობაში, სამინისტროს მოწვევით შეხვედრები გაიმართა ისრაელის დელეგაციასთან, ადგილზე მოხდა იმ შესაძლებლობების შეფასება, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე - აღჭურვილობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, განათლებისა და მედ პერსონალის საკითხი, რადგან ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით აპირებს რეზიდენტურის გაგრძელებას, რეზიდენტული პროგრამები უნდა შეიქმნას ნულიდან. მანამდე კი, წარმატებული სტუდენტების გაგზავნა უცხოეთში სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება. სწავლის დასრულების შემდგომ კი ისინი მუშაობას სახელმწიფო კლინიკაში განაგრძობენ“, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),

სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics