|
2023-01-13 14:40:18, 1187 ნახვა
საზოგადოება
სამუშაო გარემოს გაუმჯობესების და მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვის მიზნით, გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
პროკურატურის თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების, ასევე, მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვის და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, 2022 წელს, შენობის მეორე და მესამე სართულების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. შესაბამისად, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული და სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი სამუშაო სივრცეები შეიქმნა. "ასევე, გენერალურ პროკურატურაში განახლდა და გარემონტდა სპორტული და სავარჯიშო დარბაზები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროკურატურის თანამშრომლების სპორტულ აქტივობას და მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ამასთან, სრულად განახლდა და შეიცვალა საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის სახურავი. გარდა ამისა, მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვის და ბუნებრივი რესურსების მოხმარების ოპტიმიზაციის მიზნით, 2022 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაზე მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. პროექტი ლიეტუვურ კომპანია „UAB OKATA"-ს, მისი ადგილობრივი პარტნიორის შპს ,,სოლარ ენერჯი ჯორჯიას" და საქართველოს პროკურატურას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა. აღნიშნული პროექტის მიზანია მწვანე ოფისის კონცეფციის დანერგვა, ნახშირორჟანგის (C02) ემისიის შემცირება, ბუნებრივი რესურსების ოპტიმიზაცია და კომუნალური ხარჯების შემცირება. საქართველოს პროკურატურა სამომავლოდაც გეგმავს სხვა ადმინისტრაციული შენობების ანალოგიური მზის ენერგიის პანელებით აღჭურვას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს. აღნიშნული პროექტი ხარჯების დაზოგვის და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკის ერთობლივი კომპონენტია. პროკურატურის თანამშრომელთა სამსახურებრივი საქმიანობისთვის საჭირო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობებით აღჭურვის მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მომავალშიც გაგრძელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)