23:32 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 12:40:47, 1311 ნახვა

მსოფლიო
პრაისი სოლედარზე - მსგავს რთულ მდგომარეობაში რუსები დიდი ხანია არ გვინახავს

მსგავს რთულ მდგომარეობაში რუსები დიდი ხანია არ გვინახავს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, თავად ის ფაქტი, რომ პატარა ქალაქ სოლედარისთვის ბრძოლა ახალ ამბებში ხვდება, მეტყველებს იმაზე, რომ რუსებს ეტაპობრივი წინსვლის განხორციელება მხოლოდ დიდი დანაკარგების ფონზე უწევთ.

"თავად ის ფაქტი, რომ პატარა ქალაქ სოლედარისთვის ბრძოლა ახალ ამბებში ხვდება, მეტყველებს იმაზე, რომ რუსებს ეტაპობრივი წინსვლის განხორციელება მხოლოდ დიდი დანაკარგების ფონზე უწევთ. თუმცა, აქაც ჯერ დადასტურებული არ არის, რომ მათ სოლედარი დაიკავეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ჯერ მხოლოდ მტკიცება უწევთ, რომ ეს მცირე წინსვლა განახორციელეს. მსგავს რთულ მდგომარეობაში რუსები დიდი ხანია არ გვინახავს. უკრაინული ჯარი, თავის მხრივ, ძალიან ეფექტურად იბრძვის, რუსებს უკან დახევას აიძულებს და ათასობით კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიებს იბრუნებს",- განაცხადა პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს.

ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება". 

სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics