|
2023-01-13 09:30:11, 1371 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის ქვეყნების დროშებთან გათანაბრებული იქნება
დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან გათანაბრებული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ყურადღება ლატვიის სეიმის ხელმძღვანელთან, ედვარდს სმილტენსთან შეხვედრისა და ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საუბრის დეტალებზე გაამახვილა. „დღეს მე ვისაუბრე ლატვიის სეიმის სპიკერთან, რომელიც ვიზიტით ჩამოვიდა კიევში. ვისაუბრეთ არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ... დადგება დღე, როდესაც უკრაინის დროშა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშებთან გათანაბრებული იქნება. ამაში ლატვია დაგვეხმარება“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის ლიდერმა ვიდეომიმართვაში შტაბის სხდომის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარი თემა დონეცკის ოლქში, ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებებისთვის დეტალური საბრძოლო სტრატეგიის შემუშავება იყო. "გავმართე შტაბის მორიგი შეხვედრა, რომლის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია - სოლედარი, ბახმუტი და ზოგადად, დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლა იყო. დეტალურად გავაანალიზეთ, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, როგორი გადაჯგუფება გვჭირდება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს დღეებში. ასევე ვისაუბრეთ იარაღის მიწოდებასა და პარტნიორებთან არსებულ კომუნიკაციაზე", - აცხადებს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)