|
2023-01-12 11:41:07, 1522 ნახვა
ომი უკრაინაში
სოლედარში თავდასხმას 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა - უკრაინის გენშტაბი
უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა მხარემ თავდასხმისთვის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა "Точка-У" გამოიყენა. "ეს მოხდა სპეციალური ოპერაციების ძალების ჯარისკაცების, არტილერისტებისა და სარაკეტო მებრძოლების კოორდინირებული მუშაობის შედეგად. დაიღუპა 100-ზე მეტი დამპყრობელი, ასევე 2 ტყვიამფრქვევის ეკიპაჟი და 2 ნაღმმტყორცნის ეკიპაჟი", - ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს. ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება". სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)