|
2023-01-12 10:34:01, 1598 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი 2023 წელს შეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას ვერ შეძლებს
სამხედრო-სამრეწველო ბაზის უუნარობა დაძლიოს საბრძოლო მასალის დეფიციტი, ხელს შეუშლის რუსეთის ჯარების შესაძლებლობას მხარი დაუჭირონ შეტევითი ოპერაციების აღმოსავლეთ უკრაინაში 2023 წელს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის საარტილერიო ცეცხლის ყოველდღიური ინტენსივობა ზოგიერთ რაიონში 75%-ით შემცირდა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან. "რუსულმა ჯარებმა შემცირებული მარაგების გამო, სავარაუდოდ, შეამცირეს დაბომბვა, ან გადაიხედეს ტაქტიკას. ამასთან, რუსულმა ძალებმა ადრე ამოწურეს თავიანთი 122 მმ და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების და სხვა საბრძოლო მასალის რეზერვები 2022 წლის ზაფხულში, იმ ვარაუდით, რომ გადაჭარბებული საარტილერიო ცეცხლი უფრო სწრაფ შედეგებს გამოიწვევდა. რუსულმა ძალებმა ახლა უნდა გადაიტანონ დამატებითი ჭურვები და შეიძინონ დამატებითი საბრძოლო მასალა უცხო ქვეყნებიდან, რათა თავიდან აიცილონ ასეთი დეფიციტი, რაც გამოიწვევს ცეცხლის შემცირებულ ტემპს“ - აცხადებენ ISW-ში. მათივე ცნობით, რუსეთში სულ უფრო და უფრო აღიარებულია, ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა საბრძოლო მასალის ნაკლებობა და ჯარების მიწოდების შეუძლებლობა, სერიოზულად აფერხებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)