05:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 09:45:01, 1327 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის აგრესია არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს - აშშ-მა და იაპონიამ სხდომა გამართეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უსაფრთხოების საკითხებზე, აშშ-იაპონიის საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა გამართეს. 

სხდომაზე ქვეყნებმა რუსეთის ქმედებები დაგმეს და უკრაინის მხარდაჭერა გამოხატეს.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ პრეზიდენტ პუტინის ომის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის პრინციპებს, რომლებიც ეფუძნება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს - მათ შორის, რომ ყველა ერს უნდა შეეძლოს საკუთარი გზის განსაზღვრა და ჰქონდეს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის უფლება”,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა. 

ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც ერები ერთად არიან, ისინი ძლიერდებიან.

იოში ჰაიაშიმ, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ „არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს“.

მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონში შეხვედრის დროს მხარეებმა დაიკავეს საერთო პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაცია მიმართავს „უგუნურ ბირთვულ რიტორიკას და თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე“. გარდა ამისა, მისი თქმით, ვაშინგტონი და ტოკიო შეთანხმდნენ "უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე".

ამავდროულად, ჰაიაშიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იაპონიასა და შეერთებულ შტატებს საერთო შეშფოთება აქვთ ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სხვა საკითხები, მათ შორის უსაფრთხოების ვითარება წყნარი ოკეანის რეგიონში, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერა, მსოფლიოში კანონის უზენაესობის დაცვა და გლობალური გამოწვევების დაძლევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics