05:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 09:06:50, 1269 ნახვა

ომი უკრაინაში
CNN - სოლედარში მდგომარეობა კრიტიკულია, დაღუპულთა რიცხვს აღარავინ ითვლის

დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარში ვითარება კრიტიკულია და დაღუპულთა რიცხვი იმდენად მაღალია, რომ „არავინ ითვლის“, - ამის შესახებ გამოცემა CNN-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე საავიაციო ბრიგადის ჯარისკაცზე დაყრდნობით აცხადებს. 

ჯარისკაცმა აღწერა დინამიური ბრძოლის ველი, სადაც მისივე თქმით, დანაყოფები ვერ აკონტროლებენ დაღუპულთა რიცხვის ზრდას.

"სიტუაცია კრიტიკულია. რთული. ჩვენ ბოლომდე ვცდილობთ გავუძლოთ", - თქვა ჯარისკაცმა 46-ე საავიაციო ბრიგადადან, რომელიც ხელმძღვანელობს ბრძოლას სოლედარის გასათავისუფლებლად.

"არავინ გეტყვით რამდენი დაღუპული და დაჭრილია. რადგან არავინ იცის ზუსტად. აარსად. პოზიციებს იკავებენ და თმობენ მუდმივად. რაც დღეს ჩვენი სახლი იყო, ხვალ ხდება ვაგნერის სახლში. სოლედარში დაღუპულებს არავინ ითვლის“, - თქვა მან.

სამხედრო მოსამსახურის თქმით, 10 იანვრის საღამოს მდგომარეობით, გაურკვეველია, ქალაქის რომელ ნაწილს იკავებდნენ რუსები.

"დარწმუნებით ვერავინ იტყვის, ვინ სად გადავიდა და ვის რა უჭირავს, რადგან ზუსტად არავინ იცის. ქალაქში არის უზარმაზარი ნაცრისფერი ზონა, რომელსაც ყველა ამტკიცებს, რომ  რუსი აკონტროლებს, მაგრამ ეს ცარიელი სიტყვებია", - თქვა მან.

მისი თქმით, უკრაინელებმა სოლედარში ბევრი ჯარისკაცი დაკარგეს, მაგრამ მათი რიგები ივსება, რადგან ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება.

"ჩვენი ქვედანაყოფების პერსონალი თითქმის ნახევრად, მეტ-ნაკლებად განახლებულია. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ გავიხსენოთ ერთმანეთის ზარის ნიშნები (როდესაც ახალი პერსონალი ჩამოდის - რედ.)", - დასძინა ჯარისკაცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics