|
2023-01-11 09:03:30, 1215 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს
რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის ლიდერის თქმით, თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც რუსული აგრესიის შეჩერებას სჭირდება. „დღეს ჩვენი დიპლომატიური მარათონის ახალი ეტაპია - ვესაუბრე ევროპელ ლიდერებს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის შესახებ, დონეცკის რაიონში არსებული რთული სიტუაციის შესახებ, მუდმივი რუსული შტურმის შესახებ და იმის შესახებ, რომ რუსეთი თავის ხალხს არ ითვლის, არ ინდობს ადგილობრივებს და არ ჩერდება არც ერთი დანაშაულებრივი ქმედების წინაშე. ამას უნდა, საჭიროა, დავუპირისპიროთ თანამედროვე შეიარაღების ახალი დონე, რომლის მიღებაც უკრაინას შეუძლია პარტნიორებისგან... თავისუფალ სამყაროს გააჩნია ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და რუსეთის ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გლობალური დემოკრატიისთვის, ყველასთვის, ვინც აფასებს თავისუფლებას. რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს... მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება უკრაინისა და თავისუფლების დაცვაში! მადლობა ყველას, ვინც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)