06:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-07 22:24:56, 1652 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 13 მღვდელმსახურს მოქალაქეობა შეუჩერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის 13 მღვდელმსახურს მოქალაქეობა შეუჩერა, იუწყება Lb.ua საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებას ხელი 28 დეკემბერს მოეწერა, თუმცა ოფიციალურად არ გახმაურებულა, რადგან პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტში ჩამოთვლილ მღვდლებს შორის არიან ტულჩინსკის და ბრატსლავის მიტროპოლიტი იონათანი (რომელსაც რუსული პასპორტი აქვს და ეჭვმიტანილია ღალატში), ასევე მისი ახლო თანამოაზრე ლადოგას ეპისკოპოსი სერგიუსი.

მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურს, რომელმაც შესაძლოა შემდგომში სასულიერო პირების დეპორტაცია მოახდინოს.

"დღეს გამიხარდა, რამდენი ადამიანი, რამდენი ჩვენი ჯარისკაცი მოვიდა სათაყვანებლად კიევ-პეჩერსკის ლავრის ტაძარში - იმ წმინდა ადგილას, რომელიც უკრაინული კულტურული ტრადიციის ერთ-ერთი სათავეა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის გულწრფელი ლოცვა დღეს ლავრაში ისმოდა და გაისმის და სხვა არავინ გახდის უკრაინელს ლავრაში უცხოდ. უკრაინის დამოუკიდებლობა ძლიერი უნდა იყოს ყველა ელემენტით და ასე დარჩება. ყოველთვის." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლოდიმერ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics