|
2023-01-07 12:55:59, 1569 ნახვა
ომი უკრაინაში
ნედ პრაისი - მოსკოვს არ აქვს სურვილი ჩაერთოს დიალოგსა და დიპლომატიაში, რაც გამოიწვევს ხანგრძლივ მშვიდობას
ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება კრემლის განცხადებაზე, რომ ის მზადაა დიალოგში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მხოლოდ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შემთხვევაში, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ გაკეთებული განცხადებები აშკარა ნიშანია იმისა, რომ მოსკოვს არ აქვს სურვილი ჩაერთოს დიალოგსა და დიპლომატიაში, რაც გამოიწვევს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. მან დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო სამხედრო დახმარების გაწევას. „ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება კრემლის განცხადებაზე, რომ ის მზადაა დიალოგში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მხოლოდ ახალი ტერიტორიული რეალობის აღიარების შემთხვევაში. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ მოსკოვს არ აქვს ნამდვილი სურვილი ჩაერთოს დიალოგსა და დიპლომატიაში, რაც გამოიწვევს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ჩვენ საბოლოოდ ვიმედოვნებთ, რომ შევცვალოთ ეს გათვლები უკრაინის საჭირო სამხედრო დახმარების გაწევით“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)