06:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 18:57:45, 1576 ნახვა

ომი უკრაინაში
ეს არის ნაბიჯი მშვიდობისკენ - უნგრეთის პრეზიდენტი პუტინის „ზავს“ მიესალმება

უნგრეთი ამჯერადაც დასავლელი პარტნიორების საპირისპირო პოზიციას იჭერს და კრემლის მიერ საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას მიესალმება. 

როგორც უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი Twitter-ზე წერს, რუსეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ნაბიჯია მშვიდობისკენ. 

„მართლმადიდებლური შობისთვის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა არის ნაბიჯი მშვიდობისკენ“, - წერს კატალინ ნოვაკი. 

შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ 2023 წელს ის შეინარჩუნებს მიდგომას, რომლის მიხედვითაც უნგრეთი მაქსიმალურად შორს დარჩება უკრაინის ომისგან.

ცნობისთვის, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს  საშობაო პერიოდისთვის  „ცეცხლის შეწყვეტის“ დაწესება დაავალა.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა, პუტინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „დროებითი ზავი“ შეიძლება დაიწყოს, როდესაც რუსი აგრესორი  დატოვებს უკრაინის ტერიტორიას . 

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა  რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებას არ  გამართავს ე.წ. საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი იყენებს ე.წ „ზავს“, რათა დროებით მაინც შეაჩეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა აღმოსავლეთში.

გარდა ამისა, უკრაინის ბევრი მოკავშირე სკეპტიკურად უყურებდა რუსეთის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო თვლიან, რომ რუსეთს სურს გამოიყენოს ეს დრო ძალების  გადაჯგუფებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics