|
2023-01-06 15:18:17, 1529 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს წყალობის ხელი გავუწოდეთ, მათ კი არ მიიღეს
დიდ დღესასწაულზე უკრაინელებს წყალობის ხელი გავუწოდეთ, მათმა ლიდერებმა კი არ მიიღეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს. მედვედევის თქმით, "ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა, მათ მხოლოდ უხეში ძალის ესმით". "ვფიქრობ, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჩვენი სამხედრო პერსონალის უმეტესობამ მშვიდად ამოისუნთქა, როდესაც მთავარმა უკრაინელმა ჯამბაზებმა შობას ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. სამწუხაროა, რომ ადამიანებმა დაკარგეს ეკლესიაში სიარულის შესაძლებლობა. ღორებს არ აქვთ რწმენა და თანდაყოლილი მადლიერების გრძნობა, მათ ესმით მხოლოდ უხეში ძალის. სწორედ ამას ეფუძნება დასავლური სწავლებები. გაუნათლებელმა ბებია ბერბოკმა და კიდევ სხვებმა მოახერხეს და ზავის დაუშვებლობას მიაღწიეს. ნაცისტების მემკვიდრეები არასდროს ზოგავენ ადამიანებს და ცხოველებს", - ამბობს მედვედევი. შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)